მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 20:58

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ექსგუბერნატორი და "ახალი ძალების  მოძრაობის" ლიდერი  მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინის პრემიერ-მინისტრი გახდეს.

როგორც Левый берег წერს, სააკაშვილმა ეს განცხადება რადასთან გამართულ მიტინგზე გააკეთა, რასაც აქციის მონაწილეების აპლოდისმენტები მოჰყვა.

"თუ ხელისუფლება არ მუშაობს, ხალხი თავად უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. არავინ, უკრაინელების გარდა, მათ გადარჩენას ვერავინ შეძლებს. ჩვენ აღმოსავლეთ საზღვრებზე მტერი, დასავლეთ საზღვრებზე ბევრი მეგობარი გვყავს, მაგრამ ისინი კონკურენტები არიან. აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა თავის გადარჩენაზე თავად უნდა იზრუნონ", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, უკრაინა სასწრაფოდ საჭიროებს ახალ მთავრობას.

"ახალი მთავრობა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას და  ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს მთავრობა. მე მზად ვარ, ეს თქვენთან ერთად გავაკეთო. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ახალი სახეები, რომ სალაპარაკო არ იყოს: თუ არა ჩვენ, მაშინ ვინ? უკრაინაში ბევრი  ნიჭიერი, შრომისმოყვარე, პატრიოტი ადამიანია. მოდით,  ვიმუშაოთ ახალი მთავრობის შექმნაზე. მე მზად ვარ, ეს პროცესი თქვენთან ერთად წამოვიწყო, მე მზად ვარ, ამ მთავრობას სათავეში ჩავუდგე,  თუ ეს აუცილებელია, "- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57