აშშ-ის სტრატეგიული ძალების მეთაური პრეზიდენტის ბირთვული ძალის გამოყენების ბრძანებას არ დაემორჩილება

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 15:09

 აშშ-ის სტრატეგიული ძალების მეთაური, გენერალი ჯონ ჰაიტენი ამბობს, რომ  აშშ-ს პრეზიდენტის ბირთვული ძალის  გამოყენების "უკანონო"  ბრძანებას არ დაემორჩილება. ჰაიტენმა ეს კომენტარი სენატორების დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც შეშფოთება  გამოთქვეს, დონალდ ტრამპის შესაძლო უპასუხისმგებლო ბრძანების გაცემის თაობაზე.

თუმცა, ამერიკელი გენერალი იმედს გამოთქვამს, რომ ლეგიტიმური მეთოდებით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელი იქნება და საქმე აქამდე არ მივა.

სენატორთა ნაწილი აცხადებს, რომ აშშ პრეზიდენტს უფლებამოსილება აქვს, ასეთი ბრძანება იურისტებთან დისკუსიისა და  წინასწარი შეთანხმების გარეშე გასცეს, რის გამოც სენატორები ახლა ბირთვული იარაღის ღილაკზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვას გეგმავენ, რაც შტატებში ორმოცზე მეტი წლის განმავლობაში არ განხილულა.

აგვისტოში დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლსა და მრისხანებას" იმ შემთხვევაში დაპირდა, თუ ისინი ამერიკის მიმართ მუქარას არ შეწყვეტენ.

ოქტომბერში,  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ბობ კორკერმა განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებებმა, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55