იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

, 19 ნოემბერი, 2017 - 17:53

 შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ამირანაშვილი პროფესიით იურისტია და 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2012-2013 წლებში ბესიკ ამირანაშვილი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, 2013-2014 წლებში კი შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2014-2015 წლებში იგი შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ბესიკ ამირანაშვილი 2015-2016 წლებში შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, 2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა და ამ თანამდებობას 2017 წლის ივნისამდე იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44