ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გამგეობის ხელმძღვანელი პირები დააკავეს

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 13:48

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ბრალდებულებმა, მას სამსახურებრივი მფარველობის და ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის ხელოვნურად გაზრდის, ასევე, ვითომდა შესრულებული სამუშაოების დადასტურების სანაცვლოდ, თანხა გამოართვეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 338-ე მუხლების პირველი ნაწილებით. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45