24 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას და პარლამენტს მიმართავს

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 12:56

ევროპის ფონდი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ოცდაოთხი წევრი ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს  მიმართავს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

"საქართველო თავის მომავალს ევროპაში ხედავს. ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, ასევე სოციალური სამართლიანობის და ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ემსახურება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საერთო ამოსავალი წერტილია.

ამ ფონზე, მიუღებელია საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა. გარდა სტრუქტურული ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების დახურულ კარს მიღმა მიღებისა, საზოგადოებას არ განემარტა, თუ როგორ მოხდება აპარატის სხვადასხვა ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ხელისუფლების, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი. მაშინ, როდესაც საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინი, ქვეყნის შიგნით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში რეფორმების გატარებას უკავშირდება, კითხვის ქვეშ დგება თუ როგორ განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის წარმართვაა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას.

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს, ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს", - განცხადებას ხელს აწერენ: ევროპის ფონდი; ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“; ლევან მიქელაძის ფონდი; მეწარმე ქალთა ფონდი; ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“; ევროპული ინიციატივა-ლიბერალური აკადემია თბილისი; ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა; ასოციაცია ქალი და ბიზნესი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი; ასოციაცია „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის; იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია; ასოციაცია „დეა“; საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრი; საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი „განიარაღება და არაძალადობა“; ა(ა)იპ „კავკასიური მოზაიკა“ ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის; ასოციაცია „ტოლერანტი“; საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“; ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ მომავალი თაობა“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45