კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს “მობიტელი“ 30000 ლარით დააჯარიმა

ორშაბათი, 20 ნოემბერი, 2017 - 12:51

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ერთიანი მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია „SIGOS“-ის მიერ წარმოდგენილი სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზიდან გამოირკვა, რომ შპს „მობიტელის“ სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარების „ა“ ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით, საიდანაც, როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის“ ქსელში.

კომისიამ კომპანიას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სატელეფონო ნომრების მფლობელ აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ასლების წარმოდგენა მოთხოვა. შპს „მობიტელის“ მიერ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებებიდან უმეტესობა გაფორმებული იყო სათანადო წესის დარღვევით, ხოლო ნაწილ სააბონენტო ნომრებზე კომპანიამ ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინა.

საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო, კომისიამ შპს „მობიტელს“ 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45