ამერიკელი მფრინავები ცაში პენისის დახატვისთვის დაისჯებიან

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017 - 20:54

აშშ-ს საზღვაო მფრინავებმა კუნძულ უიდბიზე  ცაში  მამაკაცის უზარმაზარი სასქესო ორგანო დახატეს, - იუწყება ამერიკული სატელევიზიო არხი KREM-ი.

მაცხოვრებლებმა გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

არხის ინფორმაციით, საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ისინი დისციპლინის უმაღლეს სტანდარტებს იცავენ და ეკიპაჟის ქმედებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ.

" ნახატის გამოჩენა არანაირ აკადემიურ ღირებულებას არ შეიცავს. მიგვაჩნია, რომ ეს უხამსობაა და შესაბამის ზომებს მივიღებთ", - აცხადებენ ამერიკის საზღვაო ძალებში.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ინციდენტის გამოძიებას არ აპირებენ, რადგან მორალის საკითხებს ვერ დაარეგულირებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45