რუს პროგრამისტს თავის გადანერგვის ოპერაციას აღარ გაუკეთებენ

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017 - 21:36

იტალიური ნეიროქირურგი სერჯიო კანავერო რუს პროგრამისტს ვალერი სპირიდონოვს თავის გადანერგვის ოპერაციას აღარ გაუკეთებს. აღნიშნულის შესახებ სპირიდონოვი აცხადებს.

"იმის გამო, რომ მე არ ვაფინანსებ ექიმ კანავეროს, მას არ ვუხდი ოპერაციაში ფულს, სავარაუდოდ, ის ჩემთვის არ იმუშავებს, - აცხადებს ვალერი სპირიდონოვი.

თავის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც 2017 წლისთვის იგეგმებოდა, გერმანიაში უნდა გაკეთებულიყო. თავის გადანერგვის პირველი ოპერაცია რუს პროგრამისტს ვალერი სპირიდონოვს უნდა ჩატარებოდა, რომელიც  თანდაყოლილი ზურგის კუნთების ატროფიას განიცდის.  

ერთი წლის წინ  Daily Star წერდა, რომ ქირურგი სერჯიო კანავერო აცხადებდა, რომ გერმანიაში, ისევე როგორც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, არსებობს სამედიცინო პირობები იმისათვის, რომ  საუკუნის სენსაციური ოპერაცია  ჩატარდეს.

"დღეს მე ოფიციალურად მივმართავ გერმანიას და ვთხოვ, დამეხმაროს მსოფლიოში პირველი ცეფალოსტომაზური ანასთომოზის რეალიზება გერმანიის მიწაზე მოხდეს. ფაქტია, რომ გერმანული ტექნოლოგიები უკვე ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც კოდური სახელი "SKY" მივეცი", - აცხადებს სერჯიო კანავერო. 

პაციენტი ოპერაციაზე იმ შემთხვევაშიც  თანახმაა, თუნდაც ოპერაცია წარუმატებლად დასრულდეს

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55