​გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან კოდა-ჭვრინისთან ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები განიხილა

პარასკევი, 17 ნოემბერი, 2017 - 18:21

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესი, შექმნილი ვითარება და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოვიო კლაართან შეხვედრისას.

შეხვედრისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, სპეციალური წარმომადგენლის კაბინეტის უფროსი/პოლიტიკური მრჩეველი ბიორნ კიუნე, სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკური მრჩევლები მარტა ფრიმანი და ტომ ტრიერი ესწრებოდნენ, საუბარი შეეხო ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წარმომადგენელს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ხელოვნური ბარიერების გავლების პროცესი დაძაბულობის პოტენციურ წყაროდ რჩება და კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და უსაფრთხოების კუთხითაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები მოაქვს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის გამოცდილება ამ სფეროში, ის უკვე არის საქართველოში ნამუშევარი და საქართველოს მეგობარია.

"პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებებს. საუბარი შეეხო სულ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან კიდევ ერთხელ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებას და რეგიონალურ გამოწვევებს და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაიდგას, რომ შენარჩუნდეს სტაბილურობა და მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფა", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განიხილებოდა კონფლიქტები, საქართველოს ხელისუფლებაში არსებული მდგომარეობა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ვითარება და, თუ რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს, და, კონკრეტულად ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რათა იმუშაოს ორივე მხარესთან გადაწყვეტილებათა მოძიებისათვის.

"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და კონსტრუქციული საუბარი ამ თემაზე და მოუთმენლად ველი ჩემს შემდეგ შეხვედრებს მომავალ კვირაში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ყველა ადამიანის საკეთილდღეოდ პროცესების წინსვლისათვის საჭირო გზებს", - განაცხადა ტოვიო კლაარმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5