ჩინეთში ჰომოსექსუალებს ელექტროშოკით მკურნალობენ

ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2017 - 16:28

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch  ჩინეთის ხელისუფლებას  მოუწოდებს, აკრძალონ საავადმყოფოებში ჰომოსექსუალების  მკურნალობა ელექტროშოკისა და სპეციალური მედიკამენტების გამოყენებით, - იუწყება ABC Online.

ადამიანის უფლებათა დამცველების ანგარიში ეფუძნება 17 პირისგან აღებულ ინტერვიუს, რომლებიც სავალდებულო მკურნალობას 2009 წლიდან 2017 წლამდე გადიოდნენ.

ჩინეთში ჰომოსექსუალიზმი 15 წლის წინ ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდან ამოიღეს, თუმცა,  მათ "გაუკუღმართებულებს" უწოდებენ და  გეების ნათესავებს აიძულებენ, ისინი  საავადმყოფოებში გადაიყვანონ. მათი მკურნალობა კი დაახლოებით 6 ათასი დოლარი ჯდება.

ჩინეთში ამ დრომდე  არ არსებობს კანონი, რომელიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს დისკრიმინაციისგან დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44