საქართველოს პრეზიდენტმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

ხუთშაბათი, 16 ნოემბერი, 2017 - 13:28

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ალოისიო ნუნეს ფერეირა ფილიოს სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველო-ბრაზილიის ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისათვის გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის.

"განსაკუთრებული მადლობა მინისტრს იმ როლისთვის, რომელსაც ის თამაშობს საერთაშორისო არენაზე საქართველოს მნიშვნელობის და საქართველოს პრობლემატიკის წარმოჩენისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამყარების მხარდაჭერაში. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს გლობალური სტაბილურობის წინაპირობაა, რომ ყველა ასე ერთგულად ვემსახუროთ საერთაშორისო ურთიერთობების ცივილურ ღირებულებებს. ჩემთვის დაუვიწყარია რიოში გატარებული დღეები. ბრაზილიის გარემო და სულისკვეთება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოს გადაცემისას.

დაჯილდოების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია ბრაზილიასთან ურთიერთობების გაღრმავებით. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალოისიო ნუნეს ფერეირა ფილიოს ბრაზილიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის დინამიკის ზრდაზე, განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45