რუსეთის დუმამ უცხოური მედიის აგენტებად ცნობის შესახებ კანონი მიიღო

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017 - 15:08

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მესამე მოსმენით  ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა,  უცხოური მედია უცხო ქვეყნის აგენტებად აღიაროს.

რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერი  პიოტრ ტოლსტოი მიღებულ გადაწყვეტილებას იძულებით ღონისძიებას უწოდებს, რომელიც  უცხოეთში რუსული მედიის შევიწროების საპასუხოდ იქნა მიღებული.

დოკუმენტის განხილვა   დებატების გარეშე მოხდა და მას მხარი 414 დეპუტატიდან ყველამ დაუჭირა. კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

 "არავის არ სურდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს, რა თქმა უნდა,  არ იმოქმედებს სიტყვის თავისუფლებაზე ჩვენს ქვეყანაში. საქმე ეხება სარკისებურ პასუხს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც დარღვეულია რუსი ჟურნალისტების მოქმედების თავისუფლება" - განაცხადა ტოლსტოიმ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59