ზიმბაბვეში პრეზიდენტი და მისი ოჯახი სამხედროებმა აიყვანეს

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017 - 12:39

 ზიმბაბვეში სამხედროებმა სახელმწიფო ტელევიზიის  Zed-bi-si-ის შენობის დაკავების შემდეგ განაცხადეს, რომ პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, ოჯახთან ერთად დაკავებულია. სამხედროები მომხდარს  სამხედრო გადატრიალებას არ უწოდებენ და აცხადებენ, რომ მუგაბეს და მის ოჯახს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

 მმართველი პარტიის განცხადებით, ასეთი ნაბიჯი  საჭირო იყო "ერის გაჯანსაღებისთვის".

"არც ზიმბაბვე და არც პარტია არ წარმოადგენს  მუგაბეს საკუთრებას. დღეს  მისი მეუღლისთვის ახალი ეპოქა იწყება", - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილობრივი მედია მის შემცვლელად ქვეყნის თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვას მოიაზრებს, რომელიც მუგაბემ რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გადააყენა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59