ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017 - 13:28

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. თბილისში, ერისთავის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კუსტარული წესით გადაკეთებული, არარეგისტრირებული, „COMBAT-PP“-ს მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61