ვიბრატორები ისმენენ და იწერენ

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2017 - 16:40

ჰონკონგის კომპანიამ, რომელიც ჭკვიან სექს სათამაშოებს აწარმოებს, აღიარა, რომ პროგრამული  შეცდომის შედეგად, მათ მიერ წარმოებულმა ვიბრატორებმა ჩაიწერეს და შეინახეს ყველა ის ხმები, რასაც მისი მომხმარებელი გამოსცემდა.

კომპანია Lovense-მა  აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო, სადაც ერთ-ერთი მათი  კლიენტი წერდა, რომ  საკუთარ სმარტფონში აღმოაჩინა  სექს სათამაშოს მოხმარების პერიოდის საკმაოდ ხანგრძლივი აუდიო ჩანაწერი. 

კომპანიის განცხადებით, ეს ჩანაწერი  მომხმარებლის სმარტფონის გარდა არსად გამოჩნდება და ტექნიკური დეფექტი უკვე აღმოფხვრილია.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ინციდენტი მიუთითებს შესაძლო რისკებზე და არ არის გამორიცხული, მოწყობილობის ჩანაწერი ინტერნეტში მოხვდეს. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61