იტალიის ნაკრები რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2017 - 18:03

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი იტალიის ეროვნული საფეხბურთო  ნაკრები რუსეთში, ფეხბურთში  მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შვედეთისა და იტალიის ნაკრების მეორე მატჩის ფრედ დამთავრებამ, იტალიელებს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება დააკარგვინა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც  „სკუადრა აძურა“ ყველაზე პრესტიჟულ ასპარეზობაში თავისი ისტორიის მანძილზე ვერ მიიღებს მონაწილეობას.

იტალიელებმა პირველად უარი 1930 წელს, ურუგვაის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე თქვეს  და მიზეზად, როგორც ბევრმა ევროპულმა გუნდმა, ხანგრძლივი  მოგზაურობა და მაღალი ხარჯები დაასახელეს. 

2018 წლის  მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში პირველიად ტარდება, მატჩები  14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მოსკოვში, კალინინგრადში, სანკტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, ყაზანში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარანსკში, როსტოვ-დონში,  სოჭსა და ეკატერინბურგში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59