სახალხო დამცველის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება

სამშაბათი, 14 ნოემბერი, 2017 - 17:27

საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის  ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა განიხილება.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი წერს.

როგორც საიას თავმჯდომარე აცხადებს, მისთვის საპატივსაცემმა არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მოიაზრა ამ პოზიციაზე და მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს და საკუთარი ხედვები და მიზნები შესაბამის ფორმატში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - პარლამენტსა და ფართო საზოგადოებას გააცნოს. 

ანა ნაცვლიშვილი 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  2015 წლის დეკემბერში იგი საიას გამგეობამ მეორე ვადით აირჩია ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარედ. 2015 წლის ივლისიდან ასევე არის კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის თავმჯდომარე, რომელიც აერთიანებს მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე 30-ზე მეტ ორგანიზაციას საქართველოში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45