ტრამპი და პუტინი კულუარულ შეხვედრაზე სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

შაბათი, 11 ნოემბერი, 2017 - 14:06

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კულუარულ შეხვედრაზე სირიის საკითხზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტები ერთმანეთს ვიეტნამში, APEC სამიტზე შეხვდნენ.

როგორც ამერიკისა და რუსეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული,  ორი ქვეყანა ვალდებულებას იღებს, პატივი სცენ სირიის სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ასევე გააგრძელებენ სირიაში ერთობლივ ძალისხმევას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ არსებული სამხედრო საკომუნიკაციო არხების მხარდაჭერას, რათა  უზრუნველყოფილი იყოს  აშშ-სა და რუსული შეიარაღებული ძალების უსაფრთხოება, ასევე აღკვეთონ  ინციდენტები იმ პარტნიორების მიმართ,  რომლებიც ჩართულნი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ სირიაში  ძალადობის შეამცირების შესახებ და საბოლოოდ,  კონფლიქტის საბოლოო  პოლიტიკურ მოგვარებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციის შესაბამისად.

 ცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგი ამანის მონიტორინგის ცენტრს დაეკისრება, რომელშიც  იორდანიის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები შედიან.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ყველა სახელმწიფოს და გაეროს  მოუწოდებენ, სირიელი ხალხისთვის გაიზრდოს ჰუმანიტარული დახმარება  და აქტიურად ჩაერთონ სირიაში  კონფლიქტის  პოლიტიკური გზით მოგვარებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45