10 ნოემბერი I საარტილერიო ბრიგადის დაბადების დღეა

პარასკევი, 10 ნოემბერი, 2017 - 16:09

10 ნოემბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ არტილერისტთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა მიულოცეს. სიტყვით მიმართვისას, მათ არტილერისტებს წარმატებები უსურვეს, სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი არტილერისტების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.

ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ნოემბრის №737 ბრძანებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისათვის თავდაცვის სისტემაში 20 და მეტი წლის უმწიკვლო სამსახურისთვის უწყებრივი მედლით “სამშობლოსათვის თავდადებული“ სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა. ოთხ სამხედრო მოსამსახურეს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის “ I ხარისხის მედალი“ გადაეცა. თვრამეტმა სამხედრო მოსამსახურემ კი სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II და III ხარისხის მედლები მიიღო.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, I საარტილერიო მოწვეულ სტუმრებს ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

I საარტილერიო ბრიგადის 24 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ასევე, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.

I საარტილერიო ბრიგადა 1993 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა. I საარტილერიო ბრიგადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდა. პირად შემადგენლობას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციური ძალების ფარგლებში, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიის განხორციელებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61