ბორჯომის მოსახლეობას ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება - ლევან ლიპარტია

პარასკევი, 10 ნოემბერი, 2017 - 12:43

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია სოფელ საკირესა და ტაძრისის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილა. ასევე, იმსჯელა მათი მოგვარების გზებზე.

„არჩევნების შემდეგ, მაქსიმალურად სწრაფად შევუდგებით არსებული პრობლემების მოგვარებას, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი კეთილდღეობა, მათი გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა და სწრაფი რეაგირება არსებული პრობლემების აღმოსაფხრველად. მერად არჩევის შემთხვევაში, ბორჯომის მოსახლეობას ადგილობრივ თვითმმართველობაში ეყოლება მერი, რომლის მთავარი ორიენტირი ადამიანი იქნება“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 12 ნოემბერს, არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45