კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კონკურსში გამარჯვებულად შპს „რადიოცენტრი პლუსი“ გამოაცხადა

პარასკევი, 10 ნოემბერი, 2017 - 12:25

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „რადიოცენტრი პლუსი“ გამოაცხადა.

კომისიის 2017 წლის 31 აგვისტოს N579/10 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსში (სიხშირე 98,3 მჰც) მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა უკვე არსებულ რადიომაუწყებელს ჰქონდა, რომელსაც სამაუწყებლო ქსელის გაფართოება სურდა. კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია პრაქტიკული საქმიანობა ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის ვადაში დაიწყოს და არანაკლებ ორი თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამებით დღე–ღამის განმავლობაში 18 საათი იმაუწყებლოს.

კომისიის გადაწყვეტილებით შპს ”რადიოცენტრი პლუსმა“ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის - 1620.00 (ათას ექვსას ოცი და ნული თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს, ხოლო დარჩენილი 70%-ი ანუ 5,670.00 (ხუთი ათას ექვსას სამოცდაათი და ნული თეთრი) ლარი კომპანიამ ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით უნდა გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61