საბერძნეთში 11-ჯერ უვადო პატიმრობამისჯილმა თავისი პირველი შვებულება მიიღო

ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017 - 17:25

 ტერორისტული ორგანიზაციის "17 ნოემბრის" ლიდერმა დიმიტრის კუფონტინასმა, რომელიც 15 წლის წინ გაასამართლეს და  11-ჯერ მიუსაჯეს უვადო პატიმრობა, თავისი პირველი შვებულება  მიიღო და ორი დღით საპატიმროს დატოვების უფლება მიეცა, - ამის შესახებ  ათენის საინფორმაციო სააგენტო AMNA იტყობინება.

 ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც ყაჩაღობისთვის, აფეთქებების მოწყობისთვის, დიპლომატების, სამხედროების, პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების მკვლელობისთვის, კორიდალოსის  განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის ციხეში  იხდის სასჯელს.

"რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი" საბერძნეთში 1975 წელს შეიქმნა და 2002 წლამდე მოქმედებდა. მისი შექმნა 1973 წელს მოწყობილი სტუდენტური გამოსვლის თარიღს უკავშირდება და მიმართუი იყო  სამხედრო რეჟიმის ე.წ. შავი პოლკოვნიკების წინააღმდეგ. ორგანიზაცია  გლობალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ორგანიზაციამ ყველაზე ცნობილი ტერაქტი 1999 წელს მოაწყო, რაც  საბერძნეთში ბრიტანეთის ატაშეს სტივენ საუნდერსის მკვლელობით დასრულდა. ამ ტერაქტით ორგანიზაციის წევრებმა  კოსოვოში ნატოს სამხედრო ოპერაცია გააპროტესტეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5