ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017 - 17:08

რომის პაპის ბრძანებით,  ვატიკანში თამბაქოს პროდუქციის გაყიდვა 2018 წლიდან აიკრძალება. ამის შესახებ პაპის წარმომადგენელმა გრეგ ბერკმა განაცხადა.

 "პაპ ფრანცისკეს გადაწყვიტილებთ,  ვატიკანში  სიგარეტის   გაყიდვა  თანამშრომლებზე  2018 წლის  დასაწყისიდან აიკრძალება", - აცხადებს ბერკი.

მისივე განმარტებით, აკრძალვა აიხსნება იმით, რომ წმიდა საყდარი მხარს ვერ დაუჭერს ისეთ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

როგორც ცნობილია, ვატიკანში თამბაქოს პროდუქციის მხოლოდ ერთი მაღაზია მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61