კუნგ-ფუში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017 - 12:17

ჩინეთის ქალაქ ემეიშანში დაწყებული კუნგ-ფუს (ტრადიციული უშუ) მე-7 მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო.

ფედერაციის პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა (ჩა ცუიანი), დავით გულისაშვილმა (ფანცზი ცუიანი) და ნინო ჩიხლაძემ (ტაიცზი ცუიანი) ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში დაიკავა მესამე ადგილი.

დღეს ემეიშანში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, რაულ მამედოვი იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61