რა გითხრათ იცით, კორკოტას და მის საძმო-სამეგობროს ფეხები არ მოგვჭამონ მთელმა საელგებეტეთმა - ჯუმბერ კირვალიძე

ხუთშაბათი, 09 ნოემბერი, 2017 - 13:03

პოლიტოლოგისა და  "ქართული მარშის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ჯუმბერ კირვალიძის თქმით, "ყარაჩოხელების ქალაქი, "ქათმების ვარდისფერ ბულვარად" არ გადაიქცევა"! ხოლო  კაშია, გვარამია და  ბევრი სხვა დავიწყებას მიეცემა, კორკოტა კი თბილისს არ დაავიწყდება.

"რას მოვესწარი?! ჩემს თბილისში, სადაც 58 წელია ვცხოვრობ, სადაც კაცობის მთავარი მაჩვენებელი ღირსეულად ცხოვრება იყო, სადაც მართალ კაცს ვერავინ დაჩაგრავდა, სადაც გაჭირვებულ ადამიანს მზრუნველობას არ აკლებდა უბანი თუ ეზო, სადაც ქალის პატივისცემას ანალოგი არ ჰქონდა არც ერთ სხვა ქვეყნის დედაქალაქში, სადაც ქალაქის პატიოსანი სახელი და ქალაქელთა ერთმანეთის გვერდში დგომა თავისთავადი ამბავი იყო, და რამდენი "სადაც", შემიძლია კიდევ ჩამოვთვალო?! დღეს კი, რა ხდება?! ერთ უსიამოვნო მოვლენაზე ვიტყვი მხოლოდ, აი, "ელგებეტე" ჯგუფებთან დაკავშირებით. დიახ, ასეთი ადამიანები მაშინაც იყვნენ, თავისთვის, ძველ დროში, მაგრამ საკუთარი ცხოვრების წესის პროპაგანდას არ ეწეოდნენ.. ახლა კი, ასეთი სურათია, რომ ისინი "გვიტევენ" და ჩვენ, რას ვაკეთებთ? "პირში წყალი გვაქვს ჩაგუბებული" და კორკოტას (გია კორკოტაშვილი), კიდევ რამოდენიმე ვაჟკაცი ბიჭის იმედზე ვართ, რომ პასუხს გასცემენ. არადა, ამ ბიჭებს მთელი მასმედია აუმხედრდა, "ჰომოფობები არიანო", განსაკუთრებით კორკოტას ერჩიან! ჰოდა, არ გრცხვენიათ ქალაქელებო, ვისაც გეკუთვნით იმათ მოგმართავთ, რომ თქვენი დუმილით "ფრთოსან" გვარამიას "აპრესინებთ", ნაღდ თბილისელ ვაჟკაცს, ჩვენს კორკოტას, რა, სეირს უყურებთ?! "მოწონებაზე" არ არის, სიმართლეზეა, თორემ ნიაზაც ყველას "არ მოსწონდა" და თბილისელი სხვა კოლორიტებიც! რა გინდათ, რომ ჩვენი შთამომავლობა თბილისურ "ვარდისფერ ბულვარზე" გაიზარდოს და ყარაჩოხელების ქალაქი "ქათმების" ქალაქად გადაიქცეს?! რა გითხრათ იცით, კორკოტას და მის საძმო-სამეგობროს ფეხები არ მოგვჭამონ მთელმა "საელგებეტეთმა", რა ფინანსებიც არ უნდა დაგვიპირისპირონ და შავი პიარები აგვიგორონ, მაინც "მოვუკუპრავთ პატრონებს"!! თქვენ იკითხეთ, რომ ჩუმად ზიხართ სახლში, ან ჩალიჩობთ და "არ გცალიათ", რას ეტყვით ან რა სახელს დაუტოვებთ შვილებსა და მათ შვილებს, ან კიდევ, ჩვენს "ჭაღარა თბილისს"?! - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მისივე თქმით,  კორკოტაზე კი, "არ ინაღვლოთ", თქვენგან განსხვავებით, როგორც გიზო ნიშნიანიძის ლექსშია ნიაზ დიასამიძეზე ნათქვამი - "..მე დავავიწყდები, შენ დაავიწყდები, ნიაზი არ დაავიწყდება თბილისს", - კორკოტა, არ დაავიწყდება თბილისს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59