დღეს ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება

ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2017 - 14:33

 SOLO-სა და კომპანია „ალექს პრომოუშენია“ ორგანიზებით, თბილისში იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის  კეიკო მაცუის კონცერტი გაიმართება.

კონცერტი დღეს, საღამოს 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. „ნიუ ეიჯისა“ და „ჯაზის“ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი სპეციალურად ქართველი მაყურებლის წინაშე ყველასათვის ცნობილი ჰიტებით წარსდგება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღავნელობით და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტი კამოლიდინ ურინბაევის დირიჟორობით. მუსიკოსები უკვე თბილისში იმყოფებიან და კონცერტის წინა გენერალურ რეპეტიციას გადიან.

„დღევანდელ საღამოს მსმენელს ბევრი სიურპრიზი და ძალიან საინტერესო კონცერტი ელის - მე მოხარული, ვარ, რომ კვლავ დავბრუნდი საქართველოში და მიწევს ისეთ არაჩვეულებრივ მუსიკოსებთან მუშაობა როგორიც ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრია, ასევე დღევანდელი კონცერტი იქნება საუკეთესო კოლაბორაცია საქართველოს ეროვნული და უზბეკეთის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრების, მსმენელს წინ სასიამოვნო საღამო ელის“, - განაცხადა იაპონელმა პიანისტმა და კომპოზიტორმა კეიკო მაცუიმ SOLO-ში სტუმრობისას. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45