საჩივრის ავტორი ბერა ივანიშვილის ახლობელია - ოთო კახიძე

სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2017 - 23:30

ხელისუფლებაში მოსვლის 5 წლის თავზე, ივანიშვილი კვლავ ვერ გაძღა პოლიტიკური შურისძიებით. ამდენი გახმაურებული "ჩადების" ფონზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ "გახსნა" ერთადერთი საქმე, რომელშიც მაინცდამაინც პოლიტიკური ოპონენტი - გოგა ონიანი ამხილა.

ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გოგა ონიანს ჰყავდა თანამზრახველი პოლიციელები, ოღონდ ისინი არ დაისაჯნენ, განრიდება გაუკეთეს და სისტემაში დატოვეს, რადგან სამიზნე პოლიტიკური ოპონენტი - გოგა ონიანი იყო. ხელისუფლების მთავარი მოწმე საქმეში ღიად აცხადებდა მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე, მაგრამ ესეც ვითომ არაფერი. რატომ წავიდა ხელისუფლება მორიგ აშკარა უსამართლობაზე, მართლმსაჯულების შერჩევითობაზე, ადვოკატის და პოლიტიკოსის უკანონო დევნაზე? იმიტომ, რომ საჩივრის ავტორი ბერა ივანიშვილის ახლობელია, შესაბამისად, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ატამანს ან მის შინაურს აუხირდება. ეს არის ივანიშვილის სამართალი და რეფორმირებული მართლმსაჯულება, - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ოთო კახიძე..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61