10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება

ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2017 - 11:46

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა ვერ მოემსახურება მგზავრებს. ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევრო ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ იგეგმება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად კომპანია ლეიტნერის სპეციალისტები ჩაატარებენ. გარდა ამისა, აღნიშნული დროის მონაკვეთში საბაგიროს ორივე სადგურსა და სარემონტო ზონაში შეიცვლება ძველი იატაკის საფარის ფენა და ჩანაცვლდება ახლით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61