ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2017 - 11:33

7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რომში მიმდინარე გათამაშებაში, პარასპორტსმენმა ჯგუფში დაამარცხა ბერძენი, ფრანგი, იტალიელი და უკრაინელი სპორტსმენები.  ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში, პოლონელ მოფარიკავეს იადვიგ პაჩეკს 15-6 მოუგო. ასევე პოლონელი პატრისია ჰარეზა კი ნახევარფინალში 15-10 დაამარცხა. ფინალში, ირმა ხეცურიანი ტაილანდელ სპორტსმენს შეხვდა და დამაჯერებლად 15-10 მოუგო. 

ირმა ხეცურიანი, კომპანია BP-ის ელჩია საქართველოში და წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა სართაშორისო ტურნირებზე - წლეულს ხეცურიანმა არაერთი მედლი მოიპოვა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და საერთაშორისო ტურნირებზე.

დღეს, 8 ნოემბერს, ხეცურიანი რაპირით ფარიკაობაში ბ-კატეგორიაში იასპარეზებს, ა-კატეგორიაში კი მედლისთვის ახალგაზრდებს შორის მოქმედი ჩემპიონი, ნინა თიბილაშვილი იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61