მთავარია, ივანიშვილი და მისი ჯიბის ხელისუფლება რას ფიქრობს შენზე - ზვიად კუპრავა გოგა ონიანის საქმეზე

სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2017 - 14:05

 სამართალდამცველთა ლიგის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა გოგა ონიანს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასამართლოს უნდობლობას უცხადებს. კუპრავას განცხადებით, გიორგი ონიანის საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე გამყარებული საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ, ვიდრე ოდესმე რაიმე საქმე განუხილავს სასამართლოს, თუმცა "მთავარია ივანიშვილი და მისი ჯიბის ხელისუფლება რას ფიქრობს შენზე".

"საქმეში, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, შარიფაშვილმა (რომელზეც იყო აგებული მთელი ბრალდება) მიმართა სახალხო დამცველს, რომ ის ჩვენება რაც მან მისცა გამოძიებას, იყო პროკურატურის ზეწოლის შედეგი და მის ჩვენებას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ისაუბრა სასამართლოზე.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტები ალდო ბალგარელი და მარია ზალაკი გაეცნო გიორგი ონიანის საქმეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მას. საქართველოს ადვოკატთა ასოცოაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ონიანის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გიორგი ონიანი არის უდანაშაულო! მიუხედავად ამისა, მოსამართლე ხარჩილავამ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. გიორგი ონიანის საქმე და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები მიუთითებს მხოლოდ ერთს, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მართალი ხარ თუ არა წაყენებულ ბრალდებაში. მთავარია ივანიშვილი და მისი ჯიბის ხელისუფლება რას ფიქრობს შენზე... დანარჩენი კი მოსამართლეზეა... თავისუფლება გიორგი ონიანს!"- აცხადებს ზვიად კუპრავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59