ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული ტესტების პილოტირებას გეგმავს

სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2017 - 12:46

 გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ინგლისური ენის ტესტირებისა და შეფასების ჯგუფი აზერბაიჯანელ კოლეგებს მასპინძლობს. შეხვედრის მიზანს ნატოს STANAG 6001-ის მიხედვით, ინგლისური ენის ტესტების შედგენაში, მოდერაციასა და დანერგვაში გამოცდილების გაზიარება და პარტნიორ ქვეყნებს შორის შეფასების ერთიანი სტანდარტის მიღწევა წარმოადგენს.

ქართული მხარე აზერბაიჯანის მიერ შემუშავებული ტესტების პილოტირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე ტესტები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 30 სამხედრო მოსამსახურეს ჩაუტარდება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების, მაიორ იდაიტ ჰალილოვისა და გულნურ ალმადოვას საქართველოში ვიზიტი 2016 წელს ბაქოში გამართული სამუშაო შეხვედრის გაგრძელებაა, ორ ქვეყანას შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში იმართება და ინგლისური ენის შეფასებისა და ფლობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44