ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშვნება

სამშაბათი, 07 ნოემბერი, 2017 - 12:31

თბილისის მერია ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით საგურამოს მიმართულებით უფასო ავტობუსების დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საგურამოში, ილიას მუზეუმსა და ეზოში ხვალ, 8 ნოემბერს სახალხო დღესასწაული აღინიშნება.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს თბილისიდან საგურამოს მიმართულებით და პირიქით უფასო სამგზავრო ავტობუსები მოემსახურება. ავტობუსები საგურამოს მიმართულებით დღის განმავლობაში 2-ჯერ - 13:00 საათსა და 18:30 საათზე გავა.

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180 წელი აღინიშნება, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი შესრულდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5