ჩრდილოეთ კორეის განიარაღების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში შეჭრაა - პენტაგონი

ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2017 - 21:24

პენტაგონი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეის განიარაღების და ბირთვული საფრთხის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ამ ქვეყანაში შეჭრაა.

ეს განცხადება ადმირალმა მაიკლ დიუმონტიმ გააკეთა, თუმცა ასეთი ოპერაციის შესაძლო დანაკარგების შეფასება ვერ გააკეთა.

"ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის აბსოლუტურად ყველა კომპონენტის გამოვლენისა და განადგურების ერთადერთი გზა არის ამ ქვეყანაში შემოჭრა", - განაცხადა მაიკლ დიუმონტიმ და შესაძლო რისკებს შორის ბირთვული კონტრშეტევის ალბათობა არ გამორიცხა.

მაიკლ დიუმონტიმ დასძინა, რომ ასეთი შესაძლო ოპერაციის დეტალური განხილვა დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6