ბელგიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი პატიმრობიდან გაათავისუფლა

ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2017 - 13:03

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გათავისუფლებულ პუჩდემონთან ერთად, კატალონიის კიდევ რამდენიმე  ყოფილ მაღალჩინოსანს ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ და ვალდებულები არიან,  ხელისუფლებას მათი საცხოვრებელი ადგილის შესახებ აცნობონ.

კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კარლეს პუჩდემონი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსაბი ბელგიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც  ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაკავების  ორდერი გამოსცა. ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება ავტომატურად მოქმედებს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

პუჩდემონი და მისი რამდენიმე კოლეგა ბელგიაში კატალონიის მთავრობის დაშლის გამოცხადებისა და მათი თანამდებობებიდან გადაყენების შემდეგ გაიქცნენ.  

დაკავებულ მაღალჩინოსნებს ბრალი ამბოხში, დივერსიულ საქმიანობასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს  30 წლამდე პატიმრობას ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5