გარემოს ეროვნული სააგენტო 6–12 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2017 - 13:56

გარემოს ეროვნული სააგენტო 6–12 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოში 6 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. 7 – 8 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

9 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს. დედაქალაქში 7 – 9 ნოემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 ნოემბრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61