საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო

ორშაბათი, 06 ნოემბერი, 2017 - 12:16

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.

"გული დამწყვიტა თვალსაჩინო პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში..

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58