საუდის არაბეთში კორუფციის ბრალდებით, სამეფო ოჯახის წევრები და მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

, 05 ნოემბერი, 2017 - 13:03

საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლის დაწყების გამოცხადებისთანავე, კორუფციაში ეჭვმიტანილების დაკავებების შესახებ განკარგულება გასცა.

ადგილობრივი სააგენტოს Saudi Press Agency-ის ცნობით, უკვე დაკავებულია სამეფო ოჯახის 11 წევრი, ოთხი მოქმედი და ათობით ყოფილი მინისტრი.

"ჩვენ დავინახეთ ზოგიერთი სუსტი სულის ადამიანების მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რომლებმაც საკუთარი ინტერესები საზოგადოებრივზე მაღლა დააყენა, რათა უკანონოდ დაეგროვებინათ ფული.  ჩვენ აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რათა ეს საკითხზე ბოლომდე მივიყვანოთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების წინაშე.  ჩვენ გადავწყვიტეთ უზენაესი კომიტეტის  შექმნა, რომელიც აღმოაჩენს  კერძო პირებისა და ორგანიზაციების დანაშაულებებს, რომლებიც უკავშირდება კორუფციას", - წერს გამოცემა მეფის ბრძანებაზე დაყრდნობით.

ანტიკორუფციულ კომიტეტს, რომელიც 4 ნოემბერს შეიქმნა, სათავეში სათავეში საუდის არაბეთის პრინცი  მოჰამედ ბინ სალმანი ჩაუდგა.კომიტეტი  უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება, გასცეს დაპატიმრების ორდერი, აკრძალვა დააწესოს საზღვრის  გადაკვეთაზე,  გახსნას და გაყინოს ანგარიშები,

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61