ქართულმა ოცნებამ ბორჯომში "დესანტი" გადასვა - ირმა ინაშვილი ბორჯომლებს მიმართავს

, 05 ნოემბერი, 2017 - 12:21

 ჩვენი კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე ამ არჩევნებს მოიგებს. მოიგებს იმიტომ, რომ მას ბორჯომელების უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს იცის ყველა სხვა პარტიამ. ეს იცის "ქართულმა ოცნებამ", რომელმაც ბორჯომში მთელი საარჩევნო "დესანტი" გადასვა, - აცხადებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

როგორც ინაშვილი აცხადებს,  ბორჯომელები წერენ, რომ სხვადასხვა ძალოვანმა სტრუქტურებმა უკვე დაიწყეს მათ მხარდამჭერებთან სტუმრობა და "კეთილი რჩევების" გაზიარება.

"დამიჯერეთ, ამით მხოლოდ დააჩქარებთ თქვენს წაგებას და ჩვენს გამარჯვებას. ღირსეულად ვიომოთ და ღირსეულად მოვიპოვოთ, ვისაც რა გვეკუთვნის. ზაზა არაა მხოლოდ ოპოზიციური პარტიით წარდგენილი კანდიდატი. ის ხალხის კანდიდატია. ბორჯომელების რჩეული კანდიდატია. და სწორედ ბორჯომელებს მოგმართავთ, ამ დღეების განმავლობაში მე ვიქნები თქვენთან, თქვენს გვერდით. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ ვერც "კეთილი რჩევებით" მოგერევიან და ვერც სხვა ბერკეტებით. არც გაიყიდებით და არც გაჩუმდებით. ყველა უნდა გავერთიანდეთ ზაზას გარშემო. ბორჯომში არჩევნებს ვიგებთ! ბორჯომში არჩევნებს იგებს ზაზა ჩაჩანიძე! ხმებსაც დავიცავთ და ჩვენს სიმართლესაც, ეჭვი არავის შეეპაროს", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45