ჩრდილოეთ კორეა განგსტერულ მოთხოვნებს არ დაეთანხმება - ფხენიანი ამერიკას ოცნებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

შაბათი, 04 ნოემბერი, 2017 - 16:16

ჩრდილოეთ კორეა არასდროს დათანხმდება მოლაპარაკებებს ქვეყნის დენუკლეარიზაციის შესახებ, - ნათქვამია  ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო KCNA  ავრცელებს.

"ამ ეტაპზე, როდესაც ჩრდილოეთ კორეა საბოლოოდ უახლოვდება ბირთვული არსენალის შექმნას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდან უნდა ამოიგდოს ველური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ  ჩრდილოეთ კორეა მათ განგსტერულ მოთხოვნებს დაეთანხმება. მათთვის უკეთესია შეწყვიტონ ოცნებები ჩრდილოეთ კორეასთან დენუკლეარიზაციაზე მოლაპარაკებებზე" - აღნიშნავს სააგენტო.

როგორც KCNA წერს, ბირთვული არსენალის შექმნა - ეს არის შეუქცევადი და გარდაუვალი სტრატეგიული გზა, საშუალება სამხედრო შეკავების გაძლიერებისა თავდაცვის მიზნებისთვის.

"ჩრდილოეთ კორეა არ არის წინააღმდეგი დიალოგის, თუმცა არასდროს არ ივაჭრებს იმ საკითხებით, რომელიც ქვეყნის ინტერესებსა და საკუთარი ხალხის უსაფრთხოებას უკავშირდება.   ასეთი დიალოგისა და მოლაპარაკებების არანაირი ინტერესი არ არსებობს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5