ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 19:12

 ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება გაიმართა. საარტილერიო ბრიგადის „დანა“ ბატალიონმა დღეს გამართული საბრძოლო სროლებით სამკვირიანი წვრთნები დაასრულა.

დასკვნით საველე სწავლებას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.

გეგმურ საარტილერიო სწავლებაში I საარტილერიო ბრიგადის 200-მდე სამხედრო მოსამსახურე „დანა“ ბატალიონის სამი ბატარეისშემადგენლობით მონაწილეობდა. სწავლება სამ ფაზად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მეცადინეობები ასეულის შემადგენლობით განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე ბატალიონის მართვის ელემენტები დაიხვეწა. სამკვირიანი სწავლება შემაჯამებელი საბრძოლო სროლებით დასრულდა.

სწავლება მიზნად ისახავდა „დანა“ ბატალიონის შემოწმებას, თუ რამდენად შეუძლიათ მათ თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას, ბატალიონის/ბატარეის შემადგენლობაში სამანევრო ქვედანაყოფებისთვის საცეცხლე მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43