კიკვიძის პარკში მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების დღე მოეწყობა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 18:40

2017 წლის 4 ნოემბერს, 14:00 საათზე, კიკვიძის პარკში, საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების დღის მოწყობა იგეგმება.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება 300 სკოლის მოსწავლე. კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება ფიტნეს აქტივობები და სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრებები, სახალისო თამაშები, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულები მიიღებენ სიმბოლურ პრიზებს. პარალელურად ფიტნეს აქტივობებისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე მოეწყობა თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო კამპანია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს მიაწოდებენ ინფორმაციას თამბაქოსა და ნარკოტიკების მავნებლობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის და მასთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი, ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი, ცენტრი თანადგომა, ჰერა XXI. ფიტნეს აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს სპორტკომპლექსი ნეპტუნი.

მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, ფორმალური განათლების პარალელურად, მნიშვნელოვანია, საგაკვეთილო პროცესის შემდგომ ჯანსაღი კვების მხარდასაჭერი, ნარკოტიკების, თამბაქოს, ალკოჰოლის ავადმოხმარების პრევენციაზე მიმართული კამპანია.

აღნიშნიშული პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსაწვლეებსა და მშობლებში ჯანსაღი კვებისა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეყობის მიზნით ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: ვიზიტები საწარმოებში საქართველოს მაშტაბით, ჯანსაღი კვების ფესტივალი, ფიტნეს აქტივობა, ხელოვნების კონკურსი და ა.შ.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია სკოლებში. მიმდინარე პროექტს ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ-ი“.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45