მეტროსადგური "გურამიშვილი" ორი დღით დაიკეტება

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 12:17

უახლოეს პერიოდში მეტროსადგური "გურამიშვილი" ორი დღით დაიკეტება, - აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენით მგზავრობისას განაცხადა.

კალაძის თქმით, მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

თბილისის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

კალაძემ მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებასა და  ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, ასევე,  კომუნიკაციების - ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგებაზე ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45