მეტროს მოდერნიზაციისთვის აქტიური მუშაობა დაიწყება - კახა კალაძე

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 12:12

დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა. კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.

„საუბარია სამ მიმართულებაზე- მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევე აუცილებელია კომუნიკაციების - ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება“, - განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა.

კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენის ვიზუალური მხარეც - ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტენი ორი დღით დაიკეტება, რათა რამდენიმე მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45