ესპანეთის სასამართლომ კატალონიის გადაყენებული მთავრობის წევრები დააკავა

პარასკევი, 03 ნოემბერი, 2017 - 12:33

ესპანეთის ეროვნული სასამართლოს კოლეგიამ კატალონიის მთავრობის იმ  რვა წევრის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო., რომლებიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თანამდებობებიდან იყვნენ გადაყენებულები, მათ შორისაა რეგიონის ვიცეპრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი.

ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს გირაოთი გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ.

პროკურატურა კიდევ კატალონიისმთავრობის ხუთი წევრის დაკავებას გეგმავს, მათ შორის, კარლეს პუჩდემონის.

დაკავებულ მინისტრებს ბრალი ამბოხში, დივერსიულ საქმიანობასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს  30 წლამდე პატიმრობას ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6