პირველი შემთხვევა, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს - პრეზიდენტი და პირველი ლედი მიღებაზე

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2017 - 23:00

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ მონაწილეობა მიიღეს ესტონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ მიღებაში, რომელიც ესტონეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მიღებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართეს და საქართველოს და ესტონეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

"ეს მართლაც განსაკუთრებული ვიზიტია; ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვქონდა და გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურული თანამშრომლობა. ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვთანამშრომლობთ იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენი ძლიერი პარტნიორი და მხარდამჭერია; მხარდამჭერი საქართველოსი და ასევე იმ ერთ-ერთი მთავარი ღირებლების, რომელიც საქართველოსა და ესტონეთს აერთიანებს - თავისუფლება და თავისუფლებისათვის თავდადება. ეს ვიზიტი ასევე განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ, რომელიც ცნობილია საკუთარი სტუმართმოყვარეობის ტრადიციით მნიშვნელოვანი გაკვეთილი მიიღო ესტონელი მეგობრებისგან ამ განსაკუთრებული მიღებით. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს გამოცდილებაში, როდესაც სტუმრები მასპინძლობენ მასპინძელს. ნება მიბოძეთ გაგიმხილოთ დიპლომატიური საიდუმლო - გუშინდელ სადილს მთლიანად ესტონური მხარე უძღვებოდა, რომელმაც იცის საქართველოს ტრადიცია, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც. ქალბატონო პრეზიდენტო, ეს იქნება დაუვიწყარი ვიზიტი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს ამ არაჩვეულებრივი საღამოსთვის",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა მიღებაზე.

პრეზიდენტებმა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45