ინტერპოლის მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში შესვლისას დააკავეს

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2017 - 21:45

უკრაინაში საქართველოს სამხედრო პოლიციის  ყოფილი ხელმძღვანელი და ინტერპოლის მიერ ძებნილი მეგის ქარდავა  დააკავეს.

INSIDER-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი უკრაინის ტერიტორიაზე, ივანო-ფრანკოს რეგიონში დააკავეს. დაკავების მიზეზი ცნობილი არ არის.

გაზეთის ინფორმაციით, სააკაშვილის მოკავშირე მეგის ქარდავა კიევში გადაიყვანეს და, სავარაუდოდ, მისი  საქართველოში ექსტრადირება მოხდება.

ქარდავას საქართველოში ბრალად წაყენებული აქვს მკვლელობა, წამება და სექსუალური ძალადობა პატიმართა მიმართ, საიდუმლო თვალთვალი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და საბიუჯეტო თანხების მითვისება.

ქარდავამ საქართველო 2012 წელს დატოვა,  2013 წლიდან  საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2014 წელს ქარდავას სასამართლომ  დაუსწრებლად ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წელს საქართველოს პროკურატურამ ქარდავას კიდევ ერთი ბრალდება -  2012 წელს მოსკოვში, გენერალ რომან დუმბაძის შეკვეთილი მკვლელობა წაუყენა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59