იაპონიაში არამწეველ თანამშრომლებს დამატებით შვებულებას აძლევენ

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2017 - 15:15

 იაპონური  მარკეტინგული კომპანია Piala Inc არამწეველ თანამშრომლებს, წახალისების მიზნით, დამატებით შვებულებას აძლევს. კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული სიგარეტზე, ან უარს იტყვიან მავნე  ჩვევაზე, დამატებით, 6-დღიან შვებულებას მიიღებენ.

კომპანიის 120 თანამშრომლიდან 30-მა  უკვე ისარგებლა შეთავაზებით, გარდა ამისა, რამდენიმე თანამშრომელმა გადაწყვიტა, სიგარეტს თავი დაანებოს.

სამუშაო დროის არასამართლიანად გამოყენების შესახებ კომპანიის დირექტორს ერთმა თანამშრომელმა მიმართა, მისი საჩივრის განხილვის შემდეგ, მენეჯმენტმა მისი საჩივარი სამართლიანად ჩათვალა. კომპანია 29-ე სართულზე მდებარეობს, მოსაწევი ადგილი კი სარდაფშია გამოყოფილი. ასე რომ  მწეველი თანამშრომლები, სულ ცოტა, თითო სიგარეტის მოწევისთვის სამუშაო დროის 15 წუთს იყენებენ. 

"ვიმედოვნებ, შევძლებ თანამშრომლების დარწმუნებას უარი თქვან მავნე ჩვევაზე წახალისებით და არა ჯარიმებით", - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი,

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59