საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას - საქართველოს პრეზიდენტი

ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2017 - 12:12

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო.

"უკიდურესად აღშფოთებული ვარ ნიუ იორკში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით თანადგომას ვუცხადებ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასა და ხალხს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51