საქართველოს პრეზიდენტი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

ორშაბათი, 30 ოქტომბერი, 2017 - 18:05

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დენის ო’დონოვანი მიიღო.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო- ირლანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელიც როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე ტურიზმის მიმართულებების გაძლიერებას ითვალისწინებს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

ირლანდიელ სტუმარს გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნობა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ხურვალეთთან მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუციისათვის, რომელიც ირლანდიის პარლამენტმა მიიღო.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45