უჩვეულო აქცია - თელ-ავივის ერთ-ერთ ბარში "კრიტიკულ დღეებში" ქალებს სასმელების 25% -იან ფასდაკლებას სთავაზობენ

, 29 ოქტომბერი, 2017 - 17:03

ისრაელში, თელ-ავივის ერთ-ერთი ბარი ქალებს, რომლებსაც "კრიტიკული დღეები" აქვთ,  სასმელების 25% -იან ფასდაკლებას სთავაზობს.

ბარ Anna Loulou-ში, რომელსაც "bloody hour" დაარქვეს, ტრადიციული ფასდაკლების აქცია "happy hour" უკვე ამოქმედდა. 

აქციის იდეა  ორ ქალს ეკუთვნის, რომლებიც აცხადებენ, რომ 25% ფასდაკლება არის აღიარება იმისა, რომ ქალი მენსტრუაციის დროს იმსახურებს უფრო ყურადღებიან დამოკიდებულებას. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა მენსტრუაციის თემას უფრო ღიას გახდის  დისკუსიისთვის, მათ შორის მამაკაცების მხრიდან.

ფასდაკლება იმოქმედებს იმ ქალებზე, რომლებიც განაცხადებენ, რომ ახლა "კრიტიკული დღეები" აქვთ, მათ სიტყვაზე ენდობიან და არავითარი მტკიცებულების ჩვენება არ არის საჭირო.

Anna Loulou-ს მფლობელები აცხადებენ, რომ ქალები ამ მცირე საჩუქარს ნამდვილად იმსახურებენ, რადგან, მათ ცხოვრებაში "კრიტიკულ დღეებს", სულ მცირე,  სიცოცხლის 25% უკავია , - წერს  გაზეთი Haaretz-ი.

ფასდაკლება ბარში ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61